ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-06

სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები“


27 დეკემბერს, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ადამიანისა და ცხოველთა ფიზიოლოგიის მიმართულების ორგანიზებით, ბიოლოგიის დეპარტამენტისა და ფაკულტეტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით დილის 10:00 საათზე გაიხსნება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია „ნეირობიოლოგიის აქტუალური საკითხები“.  
კონფერენცია ეძღვნება ივ. ბერიტაშვილის ხსოვნას და ტარდება  უნივერსიტეტის  95 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების  ფარგლებში.
კონფერენციის მიზანია საერთაშორისო წამყვან უნივერსიტეტებში  და ადგილობრივ სამეცნიერო ცენტრებში მოღვაწე ნეირომეცნიერთა კვლევითი პოტენციალის წარმოჩენა, ნეირობიოლოგიის აქტუალურ საკითხებზე დებატების გამართვა და ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო აქტივობის ზრდა.  

მისამართი: უნივერსიტეტის ქ.2,  თსუ 11 კორპუსი, 421 აუდიტორია.

Print

« იხ. ყველა სიახლე