ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-10-09

ახალგაზრდა ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია

საქართველოს  მეცნიერებათა  ეროვნული აკადემია, ქიმიისა  და  ქიმიური ტექნოლოგიების განყოფილება, ქიმიის დარგობრივი კომისია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი   2017 წლის  1 ნოემბერს აწყობს ახალგაზრდა ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენციას.

  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქიმიის მიმართულების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, სახელი, გვარი, თემის დასახელება,  ხელმძღვანელის სახელი და გვარი გადააგზავნოთ 25 ოქტომბრამდე  მისამართზე:  marina.karchkhadze@tsu.ge


Print

« იხ. ყველა სიახლე