ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-29

ახალი ელექტრონული წიგნები – ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში სიახლეა

ამ მოვლენას ჩვენი მკითხველები დიდი ხანია ელოდნენ!

დღეიდან ჩვენს ბიბლიოთეკაში (პირველად საქართველოში) ჩაირთო აკადემიური ონლაინ ბიბლიოთეკა, რომელშიც 90000 დასახელების ელექტრონული წიგნი შედის.

EBSCO-ს ელექტრონული წიგნების აკადემიური კოლექცია (EBSCO eBook Academic Subscription Collection) წარმოადგენს ყოველთვიურად განახლებად მულტიდისციპლინარულ, ვირტუალურ, ელექტრონულ ბიბლიოთეკას.

იგი შეიძლება გამოიყენოს პრაქტიკულად ყველა სახის მკითხველმა: აქ არის სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურა მეცნიერებისა და ტექნოლოგის პრაქტიკულად ყველა დარგში; მხატვრული ლიტერატურა; ხელოვნების, დიზაინის არქიტექტურის, მუსიკის, ლიტერატურის, ბიზნესის და მრავალი სხვა დარგის ელექტრონული წიგნები.

მონაცემთა ბაზა მოიცავს 450-ზე მეტი გამომცემლობის 90000 დასახელების წიგნს.

ბაზის გამოყენება  შესაძლებელია, როგორც პირადი სარგებლობისათვის, ასევე ორგანიზაციებში, ბიბლიოთეკებში, მედიათეკებში და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებებში.
http://www.sciencelib.ge/node/2975
Print

« იხ. ყველა სიახლე