ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-30

ესტატე ხმალაძის სტიპენდიანტი 2013


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის გადაწყვეტილებით 2012-2013 სასწავლო წლის სტიპენდია მიენიჭათ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის მაგისტრანტს გიორგი ტეფნაძეს და ფიზიკის დეპარტამენტის მაგისტრანტს გიორგი ტუხაშვილს.

სტიპენდიის გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართება 2013  წლის 6 ივნისს 15:45 საათზე თსუ 11 კორპუსის 421–ე აუდიტორიაში.
ერთად მივულოცოთ წარმატება სტიპენდიანტებს !

Print

« იხ. ყველა სიახლე