ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-12-24

„ვიქტორინა-2013-2014“-ის შესარჩევი ტურის შედეგები

22 დეკემბერს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით „ვიქტორინა-2013-2014“-ის  შესარჩევი ტური გაიმართა. თბილისის და საქართველოს რეგიონების 48 საჯარო და კერძო სკოლების X-XII კლასების მოსწავლეები ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა, მათემატიკასა და გეოგრაფიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. თითოეული გუნდი 5 მონაწილისგან შედგებოდა. მოსწავლეებმა უპასუხეს სხვადასხვა სირთულის ტესტებს, რომელიც განსხვავებული ქულებით შეფასდა. შესარჩევ ტურში გამარჯვებული გუნდები 2014 წლის თებერვლის თვეში დაგეგმილ ნახევარფინალში მიიღებენ მონაწილეობას.

ნახევარფინალის საგზური შემდეგმა ოცდაორმა სკოლამ მოიპოვა
Print

« იხ. ყველა სიახლე