ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-12

ფიზიკის დეპარტამენტის სასწავლო-სამეცნიერო სემინარი


ოთხშაბათს, 12 აპრილს ,  15:00 საათზე, ფიზიკის მცირე აუდიტორიაში ( თსუ II კორპუსის #227 აუდიტორია) ჩატარდება ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტისფიზიკის დეპარტამენტის  სასწავლო-სამეცნიერო სემინარი.

მოხსენების თემა:   "კვარკები და მათი ძლიერი ურთიერთქმედება"

მომხსენებელი: პროფ. ანზორ ხელაშვილი (მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი)

ანოტაცია:  მოხსენების მიზანია გადმოსცეს სტანდარტული მოდელის ერთ-ერთი ინგრედიენტის - კვანტური ქრომოდინამიკის ძირითადი შედეგები: ლაგრანჟიანის სტრუქტურა, მისი სიმეტრიები, არააბელური ყალიბრული თეორიის საკვანძო მომენტები.
     ახლებურად იქნება შემოტანილი კვარკების ცნება, განხილული იქნება თეორიის ასიმპტოტური თავისუფლების ფენომენი. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა თეორიის ინფრაწითელ არეს (პროპაგატორების ყოფაქცევას შორ მანძილებზე), მის კავშირს კვარკების ჩაჭერასთან (ე.წ. პოტენციალური კონფაინმენტი). მოყვანილი იქნება ავტორის წვლილი კონფაინმენტის პოტენციალის მიღებაში.


Print

« იხ. ყველა სიახლე