ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-06-17

მოსწავლეთა „საზაფხულო სამეცნიერო აკადემია 2013“ მუშაობას იწყებს


 ღონისძიება 2013 წლის 17 ივნისს 10:00 საათზე თსუ XI კორპუსის 107 აუდიტორიაში გაიხსნება. მოსწავლეებს, რომელთაც ვერ მოასწრეს  რეგისტრაციის გავლა, მაგრამ სურთ მონაწილეობა, შეუძლიათ დაესწრონ ყველა ლექციას (არსებული რესურსის ფარგლებში).
ღონისძიების ორგანიზატორები თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და „საბავშვო უნივერსიტეტი“ გახლავთ. იგი  ყოველწლიურად იმართება და წელს 17 ივნისიდან 22 ივნისამდე უმასპინძლებს 7–12 კლასის სკოლის მოსწავლეებს,   
გაეცანით 2013 წლის „საზაფხულო სამეცნიერო აკადემიის“ პროგრამას
დამატებითი ინფორმაცია: ტელ.: 2304070, 2290836 (საკონტაქტო პირი ხათუნა კახიანი).


Print

« იხ. ყველა სიახლე