ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-02-10

ინგლისური ენის აკადემია


ქართველ სტუდენტებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ ამერიკული ბაკალავრის ხარისხი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი − საქართველო (SDSU – Georgia)  2015-2016 სასწავლო  წლიდან იწყებს საბაკალავრო პროგრამების  განხორციელებას (www.georgia.sdsu.edu).

 საერთაშორისო განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, 2014 წლის შემოდგომაზე გაიხსნა ინგლისური ენის აკადემია (ELA), რომელიც აბიტურიენტებს სთავაზობს ინგლისური ენის მოსამზადებელ კურსებს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქში. ინგლისური ენის აკადემია დაეხმარება იმ აბიტურიენტებს, რომელთაც აქვთ შესაბამისი ცოდნა  საბუნებუსმეტყველო მეცნიერებებსა  და მათემატიკაში გაიუმჯობესონ ინგლისური ენის უნარები TOEFL-ის ტესტის წარმატებით ჩასაბარებლად, SDSU – Georgia-ს საბაკალავრო პროგრამებზე სწავლის მოთხოვნების შესაბამისად.

ინგლისური ენის აკადემია



დამატებითი ინფორმაციისათვის შეავსეთ ELA-ს სააპლიკაციო ფორმა:
http://georgia.sdsu.edu/sub/ELAinquiryform.html

ან დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტით:
ELAinquiries@mail.sdsu.edu
Print

« იხ. ყველა სიახლე