ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-04-29

გაინტერესებთ უცხოეთში სწავლა - მიიღეთ დეტალური ინფორმაცია კოჩ უნივერსიტეტის (Koç University) წარმომადგენლებთან შეხვედრაზე

კოჩ უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დიქტორანტურაში  სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ სტუდენტებს საინტერესო ინფორმაცია ელოდებათ 2013 წლის 16 მაისს 14:00–15:00 საათზე თსუ I კორპუსის მელიქიშვილის სახელობის აუდიტორიაში (#115) .

 კოჩ უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები მრავალფეროვანია, მოიცავს მათემატიკის, ფიზიკის, კომპიუტერული მეცნიერებების და ინჟინერიის, მასალათმცოდნეობის და ინჟინერიის, ბიოსამედიცინო მეცნიერებების და ინჟინერიის, მოლეკულური ბიოლოგიის და გენეტიკის, ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერიის, ელექტრონიკის და ელექტრული ინჟინერიის და სხვა მიმართულებებს, ხოლო სწავლება ინგლისურ ენაზე მინდინარეობს.

წარმატებული აპლიკანტები, რომლების კოჩ უნივერსიტეტის შერჩევის პროცედურას გაივლიან შესაძლოა განთავისუფლდენ სწავლის გადასახადისაგან, მათ მიეცემათ სტიპენდია,  უფასო საცხოვრებელი და ჯანმრთელობის დაზღვევა, კომპიუტერი, სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობისათვის სამგზავრო ხარჯები და სხვა.

დაინტერესდით ?  დაადასტურეთ თქვენი მონაწილეობა კოჩ უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე რეგისტრაციიის გავლით ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1kpLfV7VuZbGx_l9FmgozVqF0ICAg0xlpZlN3mVDxD3w/viewform

გელით შეხვედრაზე! 


 

 

Print

« იხ. ყველა სიახლე