ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-09

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების საყურადღებოდ! - საინფორმაციო შეხვედრა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი-საგანმანათლებლო კონკურსის შესახებ

ორშაბათს 11 ივნისს  16:00 თსუ მე–2 კორკუსის # 135 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ, პროფ. რამაზ ბოჭორიშვილთან და ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის წარმომადგენლებთან  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის და გერმანიის იულიხის კვლევითი ცენტრის ერთობლივი კვლევითი საგანმანათლებლო კონკურსის შესახებ.


საგრანტო კონკურსის მიზანია შესაძლებლობა მიეცეს ქართველ სტუდენტებს, ესტუმრონ მსოფლიოში ცნობილ JÜLICH-ის კვლევითი ცენტრს გამოცდილების მისაღებად და ჩაატარონ უახლესი დონის კვლევები როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მიმართულებით.

კონკურსში გამარჯვებულ, JÜLICH-ისა და ფონდის მიერ დაფინანსებულ ქართველ მაგისტრანტებს და დოქტორანტებს  საშუალება ექნებათ გაიარონ სტაჟირება მსოფლიოში ცნობილ იულიხის კვლევით ცენტრში.

გთხოვთ მობრძანდეთ!

Print

« იხ. ყველა სიახლე