ბეჭდვა |/ დახურვა
 
2017-04-27

კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად


თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად

 

კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება

კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:

·          პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები

·          დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები

·          დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური

·          დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში

·          დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი


სავალდებულო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

 

1.       განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)

2.       ავტობიოგრაფია (CV)

3.       სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი)

4.       სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა

5.       ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ

6.       ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით

 

საბუთების წარდგენის ვადები : 01 .0 5 .2017 – 05 .05.2017. 10:00 – 17:00 საათი თსუ–ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N 115

კონკურსის კოორდინატორი: დიმიტრი ჩუბინიძე ,   dimitri.chubinidze@tsu.ge

ტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  #126/01-01 (29.07.2015) ბრძანებ

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი

დანართი 1

დანართი 2

Print

« იხ. ყველა სიახლე