კონკურსი დოქტორანტურაში სწავლისთვის ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად
თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს კონკურსს დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსების მოსაპოვებლად
კონკურსის მიზანი: თსუ ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის 5 დოქტორანტის ერთი სასწავლო სემესტრის დაფინანსება
კონკურსის სამიზნე ჯგუფი: თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის II, III, IV, V და VI სემესტრის დოქტორანტები.
კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ:
· პირველი და დამატებითი სემესტრის დოქტორანტები
· დასაფინანსებელ სემესტრში სტატუსშეჩერებული დოქტორანტები
· დოქტორანტები, რომლებსაც სრულად არ აქვთ დაფარული წინა სემესტრის სწავლის საფასური
· დოქტორანტები, რომლებსაც სწავლის საფასური უფინანსდებათ საგრანტო პროექტის ფარგლებში
· დოქტორანტები, რომელთა სწავლის საფასურს აფინანსებს რომელიმე ორგანიზაცია ან ფონდი
სავალდებულო დოკუმენტაცია: კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დოქტორანტმა ფაკულტეტის კანცელარიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
1. განაცხადი კონკურსში მონაწილეობის შესახებ (იხ. დანართი 2)
2. ავტობიოგრაფია (CV)
3. სამეცნიერო პუბლიკაციების, განხორციელებული სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის ასამაღლებელი და სასწავლო აქტივობების ჩამონათვალი (შევსებული დანართი 1 –ში მოცემული ცხრილი)
4. სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა
5. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
6. ამონაწერი სტუდენტის ბარათიდან GPA-ის მითითებით
საბუთების წარდგენის ვადები : 01 .0 5 .2017 – 05 .05.2017. 10:00 – 17:00 საათი . თსუ–ფსიქოლოგიისა და განალთების მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარია, თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N 11 (თსუ–ს III კორპუსი), I სართული, ოთახი N 115
კონკურსის კოორდინატორი: დიმიტრი ჩუბინიძე , dimitri.chubinidze@tsu.ge
დ ე ტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ იხილეთ შემდეგ დოკუმენტებში:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის #126/01-01 (29.07.2015) ბრძანებ ა
დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი
« იხ. ყველა სიახლე