ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-01-30

ზაზა ადანაიას განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა


2018 წლის 23 იანვარს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის განათლების მეცნიერებების  დარგობრივმა სადისერტაციო საბჭომ ბატონ ზაზა ადანაიას განათლების მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიანიჭა (დისერტაციის სახელწოდებაა:  „უსინათლო აბიტურიენტების საგანმანათლებლო-საკონსულტაციო საჭიროებებსა და პროფესიული არჩევანი (პროფესიული განათლების მაგალითზე)“, ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი რუსუდან სანაძე). 

აღსანიშნავია, რომ განათლების მეცნიერებების სადოქტორო პროგრამაზე მკვიდრდება მნიშვნელოვანი ტენდენცია - სპეციალური პედაგოგიკის მიმართულებით მომუშავე დოქტორანტების კვლევითი ინტერესები ეყრდნობა მდიდარ დარგობრივ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც მეტად მნიშვნელოვანია სპეციალური პედაგოგიკის დარგის განვითარებისათვის. გარდა ამისა, სადოქტორო პროგრამა გამოირჩევა სპეციალური საჭიროების მქონე დოქტორანტთა ჩართულობითაც.

  

განათლების მეცნიერებათა დოქტორს, ბატონ ზაზა ადანაიას ვულოცავთ აკადემიურ ხარისხს და ვუსურვებთ ნაყოფიერ მოღვაწეობას სპეციალური პედაგოგიკის დარგის განვითარების მიმართულებით. 

Print

« იხ. ყველა სიახლე