ბეჭდვა |/ დახურვა
 
2012-06-06

სტუდენტთა საყურადღებოდ!

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვიტარების ევროპული ცენტრი, პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ ფარგლებში, ეტნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში (ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი) მოხალისე პედაგოგების გაგზავნის მიზნით, აცხადებს კონკურსს.

პროგრამაში ჩართვა შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომლისთვისაც ქართული მშობლიური ენაა და ფლობს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მინიმუმ ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს. პროგრამის მონაწილე მიიღებს ყოველთვიურ ხელფასს. ამას გარდა, ბაკალავრის ხარისხის მქონე ახალგაზრდები, პროგრამაში მონაწილეობისა და მაგისტრატურის გამოცდების წარმატებით დაძლევის შემდეგ, მიიღებენ სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს. პროგრამის მონაწილეები იცხოვრებენ ადგილობრივ ოჯახებში და რეგიონში დარჩებიან ერთი აკადემიური წლის მანძილზე. სკოლაში გაგზავნამდე, ყველა მონაწილე გაივლის სპეციალურ მომზადებას პედაგოგიკის პრინციპებში.

მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დასრულდება 2012 წლის 20 ივნისს.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული...
               

Print

« იხ. ყველა სიახლე