ბეჭდვა |/ დახურვა
 
2018-08-31

პირველსემესტრელ სტუდენტთა საყურადღებოდ!


პირველსემესტრელ  სტუდენტთათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებულოა  ანკეტის ელექტრონული ვერსიის  შევსება.

პირადი საქმის გახსნისთვის წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
•სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი (2 ცალი) დედნის წარმოდგენით;
•ორი ცალი ფოტოსურათი (3x4), ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (2 ცალი) (ვაჟებისათვის);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
არასრულწლოვანი სტუდენტობის კანდიდატის ნაცვლად, თსუ-სთან ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილია მისი მშობელი, სტუდენტობის კანდიდატის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული  ასლისა და მშობლის პირადობის მოწმობის ასლის წარმოდგენის შემთხვევაში.


პირველსემესტრელთა მიერ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლა:
პირველი სემესტრის სტუდენტმა სწავლის სემესტრული საფასური უნდა გადაიხადოს სრულად , ადმინისტრაციული რეგისტრაციისათვის დადგენილ ვადებში.
პირველ სემესტრელმა სტუდენტმა, რომელსაც არ აქვს მოპოვებული სასწავლო გრანტი, უნდა გადაიხადოს სასწავლო წლის სრული საფასურის ნახევარი - 1125 ლარი, 70%-იანი გრანტის შემთხვევაში - 337.50 ლარი, ხოლო 50%-იანი გრანტის შემთხვევაში - 562.50 ლარი.

სწავლის საფასურის გადახდა შესაძლებელია შემდეგი ბანკების ნებისმიერ ფილიალებში:
•თი ბი სი ბანკი
•ლიბერთი ბანკი
•TBC Pay-ისა და ლიბერთი ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით.

სწავლის სემესტრული საფასურის გადაუხდელობა სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია.


ადმინისტრაციულ რეგისტრაციის გავლისა და ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, შეძლებთ სასწავლო კურსების არჩევას (აკადემიური რეგისტრაციის გავლას).

პირველსემესტრელ სტუდენტთა რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამის ფაკულტეტზე (საკონტაქტო ინფორმაცია):იურიდიული ფაკულტეტი - მის.: თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ. № 1, თსუ-ის I კორპუსში ცენტრალური ბიბლიოთეკის შოთა რუსთაველის სახელობის სამკითხველო დარბაზის კომპიუტერული რესურსცენტრი; ხელშეკრულების გაფორმება 3-11 სექტემბერი 10:00სთ დან 17:00სთ-მდე.


თსუ-ის II კორპუსში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაცია გადავიდა პირველი კორპუსის 021; 022 და 023 ოთახებში. რის გამოც დროებით აღარ იფუნქციონირებს ვებ-გვერდზე მითითებული საკონტატქო ნომრები. იურიდიულ ფაკულტეტთან დასაკავშირებლად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს
ტელ: 2250484


Print

« იხ. ყველა სიახლე