ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-22

„საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსი


გაცნობებთ, რომ რუსთაველის ფონდმა გამოაცხადა „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების“ ერთობლივი კვლევითი პროგრამის 2019 წლის საგრანტო კონკურსი, რომელიც მომზადდა თსუ-ს, რუსთველის ფონდსა და ჩვენს 7 ევროპელ პარტნიორ უნივერისტეტს შორის შარშან თებერვალში, თსუ-ს იუბილეზე გაფორმებული ხელშკერულებების საფუძველზე. ასეთი პროგრამის დაფუძნების იდეა თსუ-ს ეკუთვნის. 

კერძოდ, შერჩეული 7 უნივერსიტეტიდან მიმდინარე წელს გამოცხადებულია მობილობები 4 მათგანში, ესენია: ბრემენის, ლაიდენის, იენის და იოტვოშ ლორანდის უნივერსიტეტები. მობილობის პირობები სრულად არის მოცემული ამ ბმულზე.
  კონკურსში მონაწილეობა და ევროპულ უნივერსიტეტებში კვლევითი ვიზიტისთვის გრანტის მიღება შეუძლია თსუ-ს მხარდაჭერის მქონე საქართველოს მოქალაქეეებს მოწვეული მკვლევარის ან ახალგაზრდა მეცნიერის სტატუსით.

ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციის თანახმად, "საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება პროექტები ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების მიმართულებით, რომელთაც ფონდის სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის შესაბამისად მიენიჭათ შემდეგი კოდები: 

7.5. სოციალური მეცნიერებები: 
7.5.1. ფსიქოლოგია; 
7.5.2. ეკონომიკა და ბიზნესი;  
7.5.3. განათლების მეცნიერებანი; 
7.5.4. სოციოლოგია; 
7.5.5. სამართალი; 
7.5.6. პოლიტიკური მეცნიერებანი; 
7.5.7. სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფია; 
7.5.8. მედია და კომუნიკაცია; 
7.5.9. სხვა სოციალური მეცნიერებანი. 

7.6. ჰუმანიტარული მეცნიერებები: 
7.6.1. ისტორია და არქეოლოგია; 
7.6.2. ენები და ლიტერატურა; 
7.6.3. ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია; 
7.6.4. ხელოვნება (ხელოვნება, ხელოვნების ისტორია, საშემსრულებლო ხელოვნება, მუსიკა); 
7.6.5. სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებანი.


აქვე გაცნობებთ, რომ რექტორის გადაწყვეტილებით, აპლიკანტებისათვის თსუ-ს მხარდაჭერის წერილის გაცემა მოხდება კომისიასთან გასაუბრების საფუძველზე, რომელსაც ბატონი ალექსანდრე ცისკარიძე უხელმძღვანელებს. იმისათვის, რომ აპლიკანტმა გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღოს, მან განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს არაუგვიანეს 11 აპრილისა. კომისიასთან გასაუბრება გაიმართება 15-დან 17 აპრილამდე პერიოდში. გასაუბრების შედეგად წინასწარ შერჩეული კანდიდატები თსუ-ს მხარდაჭერის წერილს მიიღებენ ხუთშაბათს, 18 აპრილს. 

ფონდში ელექტრონული რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 აპრილი.

Print

« იხ. ყველა სიახლე