ბეჭდვა |/ დახურვა
 
2019-03-12

განმარტებები აკადემიური რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის


  გაცნობებთ, რომ იურიდიული ფაკულტეტის ვებ გვერდზე განახლდა მაგისტრატურის ცხრილი. კერძოდ, კერძო სამართლის მიმართულებით, ლადო ჭანტურიას ერთ-ერთი ინტენსიური კურსი „სამოქალაქო სამართლის ზოგადი ნაწილის პრობლემები“ პროფესორის თხოვნით ჩანაცვლდა დისციპლინით „კერძო სამართალი სტრასბურგის სასამართლოს სამოსამართლო სამართალში“, ასევე დაემატა საპროცესო უნარ-ჩვევების ჯგუფები.

  აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება დღეს, 12 მარტს, 17:00 საათზე.

რეგისტრაციის დროს არსებული პრობლემების შემთხვევაში, მოგვმართეთ ბაზიდან გრაფა „აკადემიურ          რეგისტრაციასთან დაკავშირებული პრობლემები“ ან დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე 250484 (2229). ცხელი ხაზი რეგისტრაციის პერიოდში მუშაობს 21:00 საათამდე.
არსებული რესურსებისა და მოთხოვნის გათვალისწინებით ფაკულტეტი დაამატებს ადგილებს 13 და 14 მარტს, 18:00 საათზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე