2014-05-14
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თანამშრომლობით, 2014 წლის 19 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსში, 115-ე (მელიქიშვილის სახელობის) აუდიტორიაში გაიმართება გერმანული უნივერსიტეტის, Steinbeis-SIBE-ის LL.M პროგრამის - "სა
ერთაშორისო ბიზნეს-სამართალი" პრეზენტაცია.
სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ საქართველოში ევროპული განათლებისა და გერმანული უნივერსიტეტის დიპლომის მიღების უნიკალურ შესაძლებლობას.
პროგრამის ფარგლებში ლექციებს SIBE-ს პროფესორები საქართველოში გაუძღვებიან. LL.M პროგრამა საერთაშორისო ბიზნეს-სამართალში იძლევა სწავლისა და მუშაობის შეთავსების შესაძლებლობას და გთავაზობთ სტაჟირებას გერმანიის წამყვან კომპანიებსა და დაწესებულებებში. პროგრამა ინგლისურენოვანია, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს 1 წელს.
პრეზენტაციას ინგლისურ ენაზე გაუძღვება Steinbeis-SIBE-ის რექტორი, პროფესორი ვერნერ ფაიქსი, რომელიც დაინტერესებულ სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს დეტალურად გააცნობს პროგრამის შინაარსს, სტრუქტურას, უპირატესობებსა და სამომავლო პერსპექტივებს, ასევე, უპასუხებს აუდიტორიის შეკითხვებს.
პრეზენტაციაზე დასწრება შესაძლებელია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
Steinbeis-SIBE-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდს: http://
www.steinbeis-sibe.de/home/ და სოციალურ ქსელს: https://www.facebook.com/
GeorgiaSteinbeissibe.
საკონტაქტო პირები პრეზენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე:
მაკა ნუცუბიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი: ტელ: (+995) 599645522, ელ.ფოსტა: maka.nutsubidze@tsu.ge;
მარიამ კვერნაძე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს ვიცე-პრეზიდენტი სემინარებისა და კონფერენციების მიმართულებით: ტელ: (+995) 593024020; ელ.ფოსტა: vpsc@elsa.ge.
![Print](/i/print.png)
« იხ. ყველა სიახლე