ბეჭდვა |/ დახურვა
 

საერთაშორისო კონფერენცია ,,მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები"

2012-10-31

საერთაშორისო კონფერენცია ,,მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები"

2012წლის 6-8 ნოემბერს, 10:00საათზე, თსუ, I კორპუსი ( აუდიტორია №006 )

საერთაშორისო კონფერენცია ,,მედიაციის განვითარების თანამედროვე პერსპექტივები"

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის

(STCL), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" (EWMI) და მისი

პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების

პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და მათ შორის ხელმოწერილი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ატარებს საერთაშორისო

კონფერენციას ,,მედიაციის განვითარების თანამედროვე ტენდენციები".

კონფერენციის მიზანი საქართველოში მედიაციის, როგორც დავების გადაწყვეტის

ალტერნატიული საშუალების, ხელშეწყობაა. მედიაცია საშუალებას აძლევს დაპირისპირებულ

მხარეებს შუამავლების მეშვეობით, კეთილგაწყობილ გარემოში მოაგვარონ დავები, რაც

ბიზნესს დროსა და თანხებს დაუზოგავს და კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამეწარმეო გარემოს.

კონფერენციაზე მოხსენებას წარმოადგენენ მედიაციის სფეროში აღიარებული პროფესორები

და პრაქტიკოსები: ტოდ ნიკოლი (პეპერდაინის სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის

გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), ალეს ზალარი (დავის გადაწყვეტის ევროპული ცენტრი,

სლოვენიის ყოფილი იუსტიციის მინისტრი, სლოვენია), სტეფანი ბელი (პეპერდაინის

სამართლის სკოლა, სტრაუსის დავის გადაწყვეტის ცენტრი, აშშ), კრისტოფ ბერლინი

(ოქსპორდის უნივერსიტეტი, ჰუმბოლტის უნივერსიტეტი, გერმანია), ჰარტმუტ კანვიშერი

(კაიზერსლაუტერნის უნივერსიტეტი, გერმანია), მიქაელ ცური (მედიაციისა და დავის

გადაწყვეტის იერუსალიმის ცენტრი, ჰებრეუს უნივერსიტეტი, ისრაელი), კიმბერლი კოვაკი

(სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, ფრანკ ევანსის დავების გადაწყვეტის ცენტრი, აშშ),

ელიზაბეტ დენისი (სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლა, აშშ).

საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენებას წარმოადგენენ ასევე, ქართველი პრაქტიკოსები:

ალექსანდრე წულაძე (იუსტიციის სამინისტრო), ირაკლი ყანდაშვილი (ადვოკატი,

მედიატორი) და გიორგი ჩალაძე (პეპერდაინის ელჩი, მედიაციისა და არბიტრაჟის ექსპერტი).

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან (USAID)

ერთად საერთაშორისო კონფერენციის მხარდაჭერას ახორციელებს ივანე ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია

(IFC), მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრი, და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის

საზოგადოება (GIZ).

კონფერენციის სამუშაო ენაა ინგლისური.

Print

« იხ. ყველა სიახლე