ბეჭდვა |/ დახურვა
 

შრომის სამართლის კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში

2011-11-03

შრომის სამართლის კრებულის პრეზენტაცია თსუ-ში

11 ნოემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში წიგნის - "შრომის სამართალი I (სტატიათა კრებული) " (ბ. ზოიძე, ვ.

ზაალიშვილი (რედ.), ს. ჩაჩავა, ნ. კვანტალიანი, ზ. შველიძე, გ. ამირანაშვილი,

ქ. ირემაშვილი, თ. კერესელიძე, ნ. სტურუა) პრეზენტაცია გაიმართება.

რებულში წარმოდგენილია როგორც მეცნიერთა და მოქმედ მოსამართლეთა მოსაზრებები,

ისე ახალგაზრდა მკვლევართა შრომები. კრებულის გამოცემის მიზანია იმ ვაკუუმის შევსება,

რაც შრომითსამართლებრივი ლიტერატურის სახით შეინიშნება. დღემდე არ არსებობდა

სახელმძღვანელო, რაც პრობლემას ქმნიდა უმაღლეს სასწავლებლებში.

პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორატისა და

იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; მოსამართლეები,

აკადემიური პერსონალი და სტუდენტები; აგრეთვე მოწვეული იქნებიან სხვადასხვა

ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მის.: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, იურიდიული

ფაკულტეტის ბიბლიოთეკა

Print

« იხ. ყველა სიახლე