ბეჭდვა |/ დახურვა
 

ნოტარიუსთა ტრეინინგი მედიაციაში

2012-11-08

ნოტარიუსთა ტრეინინგი მედიაციაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი ფუნქციონირებს სამხრეთ ტეხასის

სამართლის სკოლის (STCL), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების

სააგენტოს (USAID), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა" (EWMI)

და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი

გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივისა და მათ შორის

ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე.

თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი საქართველოს ნოტარისთა

პალატის მხარდაჭერით ა/წ 9-11, 16-18, 23-25, 30 ნოემბერს და 1-2 დეკემბერს

ატარებს ნოტარიუსთა ტრეინინგების ციკლს მედიაციაში. ტრეინინგების მიზანი მედიატორი

ნოტარიუსების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადების უზრუნველყოფაა.

ცენტრის საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე მედიატორების მიერ ორგანიზებულ

ტრეინინგებში მონაწილეობას მიიღებს ასამდე ნოტარიუსი.

ტრეინინგები გაიმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის პირველი აკადემიური კორპუსის №06 და №115, ასევე უნივერსიტეტის

მეორე კორპუსის №258 აუდიტორიებში 11:00 საათიდან 18:00 საათამდე.

Print

« იხ. ყველა სიახლე