![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
2013 წლის 31 იანვარს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა,
რომელზეც მოხდება ფონდ "ღია საზოგადოება _ საქართველოს” მხარდაჭერით
განხორციელებული პროექტის – "ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვის შესწავლისა და
ანალიზისათვის” ფარგლებში შესრულებული კვლევის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი; საქართველოს უზენაესი სასამართლოს, თბილისის
სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები;
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და თსუ-ის სტუდენტები.
შეხვედრა გაიმართება იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში
(ჭავჭავაძის გამზირი #3, II კორპუსი, I სართული)