ბეჭდვა |/ დახურვა
 

ლექცია/სემინარი არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაზე

2010-10-08

ლექცია/სემინარი არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამაზე

8 ოქტომბერი, 11:30 სთ

აკადემიური პროექტის "საქართველოში არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამის ამოქმედების ხელშეწყობა" ფარგლებში, საქართველოში ვიზიტით ჩამოდის ქალბატონი მეგ ვილიამსი, კოლორადოს შტატის საზოგადოების უსაფრთხოების დეპარტამენტის, სისხლის სამართლისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სამსახურის უფროსი. ვიზიტის თარიღებია 4-16 ოქტომბერი.

პროექტი დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და ხორციელდება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და "ამერიკული საბჭოები საერთაშორისო განათლებისათვის" მხარდაჭერით.

ქალბატონი მეგი გამართავს ლექციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამართლისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროგრამა FLEX-ის კურსდამთავრებულთათვის.

თარიღი: პარასკევი, 2010 წლის 8 ოქტომბერი;

დრო: 11:30 – 14:30;

ადგილი: იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლის ბიბლიოთეკა, II კორპუსი, მეორე სართული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილია ჭავჭავაძის გამზ. #3;

თემა: არასრულწლოვანთა განრიდების პროგრამა და მისი მნიშვნელობა; კოლორადოს შტატის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პოლიტიკის ძირითადი კომპონენტები;

დასწრება: თავისუფალია, მაგრამ რაოდენობა შეზღუდული;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ლექცია წარიმართება ინგლისურ ენაზე.

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციისათვის დაუკავშირდით მირანდა მერკვილაძეს შემდეგ მისამართზე: mmerkviladze@penalreform.org ან დარეკეთ 877 44 22 30;

Print

« იხ. ყველა სიახლე