ბეჭდვა |/ დახურვა
 

ეროვნული კონფერენცია სამართალში თემაზე: „მედიაცია საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“

2012-12-14

ეროვნული კონფერენცია სამართალში თემაზე: „მედიაცია საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“

2012 წლის 16 დეკემბერი, 15:00საათზე, თსუ I კორპუსი, პ. მელიქიშვილის სახელობის

აუდიტორია #115. გაიმართება ეროვნული კონფერენცია სამართალში თემაზე: „მედიაცია

საქართველოში, დღევანდელობა და პერსპექტივები“.

კონფერენციის პირველ ნაწილში მედიაციის კლუბის წევრები წარადგენენ პრეზენტაციებს

მედიაციის დღევანდელობასთან დაკავშირებით. განხილულ იქნება საქართველოში დღეს

მოქმედი ინსტიტუტები, სადაც უკვე დანერგილია მედიაცია.

მეორე ნაწილი

დაეთმობა საქართველოში მედიაციის განვითარების პერსპექტივებს. ამ თემაზე

კონკურსანტები გააკეთებენ საკონკურსო ნაშრომების პრეზენტაციას.

კონფერენციის ბოლოს ჟიური გამოავლენს სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორს და გამარჯვებული მონაწილეები

დაჯილდოვდებიან სხვადასხვა ჯილდოებით. კონფერენცია ტარდება თსუ, დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ( NCADR ) ეგიდით.

Print

« იხ. ყველა სიახლე