ბეჭდვა |/ დახურვა
 

ლექტორთა გაცვლითი პროგრამა

2011-06-20

ლექტორთა გაცვლითი პროგრამა

ლექტორთა გაცვლითი პროგრამის მთავარი მიზანია მოამზადოს უნივერსიტეტების ლექტორები სასწავლო გეგმის განვითარებასა და სასწავლო მეთოდოლოგიაში. პროგრამაში მონაწილეები მუშაობენ აშშ-ს უნივერსიტეტების ლექტორ-მასწავლებლებთან, რათა დასახონ ახალი გზები მათი სწავლების სფეროში, მოიპოვონ ახალი სასწავლო მასალები და მიაწოდონ ამერიკელ ლექტორებსა და სტუდენტებს ინფორმაცია სწავლების მეთოდებზე საქართველოში.

პროგრამაში მონაწილეების აშშ-ში ყოფნის დროს, ისინი დაესწრებიან და მოუსმენენ ლექციებს, დაესწრებიან აკადემიურ კონფერენციებს, ასევე შესაძლებელია მათ მოუხდეთ აშშ-ს უნივერსიტეტებში ლექციების ჩატარება. პროგრამაში მონაწილეებს არ შეუძლიათ ხარისხის მიღება და პროგრამის დასრულებისთანავე უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.

ყოველი მონაწილე აშშ-ში დაჰყოფს 5 თვეს (2012წ. იანვრიდან – მაისის ჩათვლით). “ამერიკული საბჭოები” უზრუნველყოფს მონაწილეთა აშშ-ს უნივერსიტეტებში დაბინავებასა და მატერიალურ-ტექნიკურ დახმარებას. ასევე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო “ამერიკულ საბჭოებთან” ერთად სპონსორობს პროგრამის დასრულების შემდგომ ღონისძიებებს.

წელს, “ამერიკული საბჭოები” საქართველოდან აარჩევს 5-6 უნივერსიტეტის ლექტორს ლექტორთა გაცვლითი პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

კანდიდატები: ლექტორთა გაცვლითი პროგრამაში მონაწილეები უნდა იყვნენ საქართველოს მოქალაქეები; უნდა მუშაობდნენ საქართველოში; ანკეტის შევსების დროს უნდა ასწავლიდნენ უმაღლეს სასწავლებელში და უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 2 წლიანი ლექტორად ან ადმინისტრატორად მუშაობის სტაჟი; ზემდიწევნით კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა, როგორც წერილობით, ასევე სასაუბრო; პროგრამის დასრულებისთანავე უნდა დაბრუნდნენ საქართველოში; უნდა შეეძლოთ პროგრამაში მონაწილეობის დაწყება 2012 წლის იანვარში; უნდა შეეძლოთ J-1 ტიპის ვიზის აღება და უნდა დაემორჩილონ ლექტორთა გაცვლითი პროგრამის ყველა წესს.

შერჩევის პროცესი: პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აირჩევიან ღირსეული კანდიდატები. ყველა წერილობითი ანკეტა შემოწმდება შესარჩევი კომიტეტის მიერ. ყველა ანკეტა და განცხადება შეფასდება იმის მიხედვით, თუ რამდენად ნათლად არის წარმოგდენილი კანდიდატის ნააზრევი, თუ როგორ ფლობს კანდიდატი სწავლების სფეროს და რამდენად არის იგი მოწოდებული შემდგომში მასწავლებლობისათვის, გააჩნია თუ არა კანდიდატს ლიდერობის ნიჭი და მზად არის თუ არა ცვლილებისათვის ადგილობრივ სასწავლო დაწესებულებაში, აქვს თუ არა მონაწილეს უნარი, რათა შემდგომში განავითაროს კავშირები საკუთარ და აშშ-ს უნივერსიტეტებს შორის, გააჩნია ინტერესი სწავლების ახლებური მეთოდების და გეგმების განვითარებაში და სწავლების სფეროში საგნების თანემდროვე დონეზე სწავლებაში.

დაფინანსების წყარო: ლექტორთა გაცვლითი პროგრამას ხელმძღვანელობს და აფინანსებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიურო.

საბოლოო ვადა: ანკეტები გაიცემა “ამერიკული საბჭოების” ოფისში, ასევე განთავსებულია ინტერნეტის www.JFDP.org მისამართზე და მათი ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 20 ივნისი.

Print

« იხ. ყველა სიახლე