![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
2013 წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება სერტიფიკატების გადაცემა იმ სტუდენტებისათვის, რომელთაც წარმატებით დაასრულეს სასერტიფიკაციო პროგრამა „საერთაშორისო საავტორო სამართალში“. აღნიშნული კურსი ხორციელდებოდა თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტისა და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თანამშრომლობით, ჩიკაგო-კენტის სამართლის კოლეჯისა (აშშ) და კალაბრიას რეგიონის მედიტერანული უნივერსიტეტის (იტალია) მხარდაჭერით 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #3, თსუ II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი (#135 აუდიტორია)