ბეჭდვა |/ დახურვა
 

თემების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის

2011-04-29

თემების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის

თემების კონკურსი სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
"ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენ ირჩევ!"

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან და საქართველოს პროკურატურასთან ერთად აცხადებს თემების კონკურსს მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის I, II კურსის სტუდენტებისთვის. მოსწავლეები და სტუდენტები უნდა სწავლობდნენ მხოლოდ იმ ქალაქებში, სადაც გაიხსნა ამერიკული კუთხე: ახალციხე, ბათუმი, გორი, ხაშური, რუსთავი, თბილისი, თელავი და ზუგდიდი. ქართველი პროკურორები ეწვევიან ამერიკულ კუთხეებს აღნიშნულ რვა ქალაქში და ესაუბრებიან დაინტერესებულ მონაწილეებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ. ამერიკულ კუთხეებში. კონკურსანტებს აგრეთვე მიეცემათ შესაძლებლობა იხილონ ქართული დრამატული სატელევიზიო სერიები "ნაფიცი მსაჯული".

სამი გამარჯვებული სკოლის მოსწავლეების კატეგორიაში და სამი გამარჯვებული სტუდენტების კატეგორიაში დაჯილდოვდებიან ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებული პრიზებით. პირველი ადგილის პრიზს წარმოადგენს პორტატული კომპიუტერი (ლეპტოპი), მეორე ადგილის - ციფრული ფოტოკამერა და მესამე ადგილის - აიპოდი (პორტატული ფლეიერი). სულ გათვალისწინებულია 6 პრიზი.

კონკურსის თემაა "ნაფიც მსაჯულთა სასამართლო - შენ ირჩევ!". თითოეულმა კონკურსის მონაწილემ უნდა წარმოიდგინოს, რომ ის არის ადვოკატი, რომელიც იცავს პატიოსან ადამიანს, რომელიც უსამართლოდ არის ბრალდებული მკვლელობაში და დაპატიმრებულია. თქვენს კლიენტს შეუძლია არჩევანი გააკეთოს მოსამართლის წინაშე წარდგომაზე ან მის თანატოლ 12 ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე. კონკურსის მონაწილემ უნდა ახსნას რომელი არჩევანია უკეთესი და რატომ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლები აირჩევენ სკოლის მოსწავლეებისა და იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების საუკეთესო თემებს თითოეული ქალაქიდან. ფინალისტები შერჩეულნი იქნებიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კომისიის მიერ. ექვსი გამარჯვებული და ექვსი ალტერნატიული საუკეთესო მონაწილე მიწვეულნი იქნებიან თბილისში დაგეგმილ ერთდღიან პროგრამაზე, რომელიც ითვალისწინებს დაჯილდოვების ცერემონიას ამერიკის საელჩოში, ვიზიტს საქართველოს იუსტიციის ახალ სასწავლო ცენტრში, მონაწილეობას პროფესიონალი იურისტების მიერ ინსცინირებულ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში, და ექსკურსიას თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მომავალში გაიმართება პირველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. გამარჯვებული თემები განთავსდება საელჩოს ვებ-გვერდზე.

ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის, ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის მხარდაჭერით ინიცირებული თემების კონკურსი წარმოადგენს ერთობლივ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოების ინფორმირებას 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შემოღებული ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სისტემასთან დაკავშირებით.

ელექტრონული ფოსტით განცხადების მიღების ბოლო ვადაა 29 აპრილი. თემა უნდა იყოს არა უმეტეს ორი გვერდისა. ყველა დაინტერესებულმა კონკურსანტმა უნდა იხილოს შემდეგი ბმული კონკურსის ინსტრუქციების გასაცნობად, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და კონკურსის წესების ჩათვლით:
http://georgia.usembassy.gov/american-corners-2/essay_contest3.html>

Print

« იხ. ყველა სიახლე