ბეჭდვა |/ დახურვა
 

დრეზდენის უმაღლესი სამხარეო მოსამართლეების შეხვედრა იურიდიულ ფაკულტეტზე

2013-04-16

დრეზდენის უმაღლესი სამხარეო მოსამართლეების შეხვედრა იურიდიულ ფაკულტეტზე

2013 წლის 19 აპრილს, პარასკევს, 10:00 საათზე თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N135) გაიმართება დრეზდენის (გერმანია) უმაღლესი სამხარეო სასამართლოს (Oberlandesgericht Dresden) მოსამართლეთა შეხვედრა იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან. შეხვედრის თემაა "გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სასამართლოების სისტემა, მართლმსაჯულების ადმინისტრირება – ტერიტორიული და კომპეტენციური დანაწილება".

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დრეზდენის უმაღლესი სამხარეო სასამართლოს შემდეგი წევრები: ბ–ნ ულრიხ ჰაგენლოხი (სასამართლოს პრეზიდენტი), ბ–ნ დიტმარ ონუსაითი (სასამართლოს თავმჯდომარე), ქბ–ნ ქერსთინ ალბრეხტი (მოსამართლე), ქბ–ნ შტეფანი ბაერი (მოსამართლე), ბ–ნ მათიას ლაუ (მოსამართლე ), ქბ–ნ საბინე შლოსჰანი (მოსამართლე), ქბ–ნ საბინე შონქნეხთი (მოსამართლე).

შეხვედრა დასრულდება იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან და სტუდენტებთან მოსამართლეთა დისკუსიით.

Print

« იხ. ყველა სიახლე