ბეჭდვა |/ დახურვა
 
2013-05-14

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსს

საქართველოს ნოტარიუსთა პალატა აცხადებს ნოტარიუსობის მსურველთათვის სტაჟირების კონკურსს.
კონკურსი ჩატარდება 2013 წლის 29 მაისს ტესტირების (ზოგად უნარებში) ფორმით
ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში.


კონკურსის პირობები და კანდიდატისათვის წაყენებული მოთხოვნები:

• სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება;

• პირები, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ნოტარიუსთა საკვალიფიკაციო გამოცდა, ჩაირიცხებიან უგამოცდოდ.

წარსადგენი დოკუმენტები:

• უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• სააპლიკაციო ფორმა (იხ.www.notary.ge)

• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

• ორი ფოტოსურათი.

კონკურსში მონაწილეობისთვის სტაჟირების გავლის მსურველებმა საბუთები უნდა წარადგინონ ამა წლის 23 მაისის ჩათვლით, ელექტრონული ფორმით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: E-mail: tjalagania@notary.ge ან ნოტარიუსთა პალატის სამდივნოში, მის: ქ. თბილისი, აკ.წერეთლის გამზ. №142

Print

« იხ. ყველა სიახლე