ბეჭდვა |/ დახურვა
 

სტატიების კონკურსის პრეზენტაცია

2012-07-09

სტატიების კონკურსის პრეზენტაცია

2012 წლის 14 ივლისს,
12:00 საათზე, თსუ II კორპუსი, 135 აუდიტორია


თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის სახელით ტარდება

სტატიების კონკურსის პრეზენტაცია. კონკურსში გამარჯვებული სტატიები გამოქვეყნდება

ცენტრის სპეციალიზირებულ ჟურნალში რომელიც გამოვა 2012 წლის ბოლოს, როგორც

ბეჭდვითი, ასევე ელექტრონული სახით.

სამართლის ჟურნალი მიმართულია საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის

სამართლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და გაცვლისკენ.

ჟურნალის მიზანია ხელი შეუყწოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ფორმების

პოპულარიზაციას, წაახალისოს ინტენსიური მეცნიერული კვლევები რათა მოხდეს ამ

სფეროში წარმატებული პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტების გამოვლენა, მათი

საქმიანობის ფართო საზოგადოებისათვის გაცნობა. გარდა ამისა, დავების გადაწყვეტის

ალტერნატიული ფორმების განვითარების გლობალური ტენდენციების ქართული იურიდიული

საზოგადოებისათვის გაცნობა. რეზონანსული მნიშვნელობის სტატიებისა და მოვლენების

თარგმანის უზრუნველყოფა.

გამოცხადებული კონკურსი მოიცავს სტატიებს, კვლევებს და ინტერვიუებს დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში ხოლო მათი წარმოდგენა შეუძლიათ

როგორცპრაქტიკოს იურისტებს, ასევე პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე