ბეჭდვა |/ დახურვა
 

სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია

2012-06-06

სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია

2012 წლის 7 ივნისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიართ მერიოტში“ (დარბაზი #6)

სამართლის შიდა სახელმწიფოებრივი კონფერენცია თემაზე: „ქართული სამოქალაქო

საპროცესო სამართალი და მისი განვითარების თანამედროვე ტენდენციები“.

კონფერენცია იმართება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტის იუირიდიული ფაკულტეტისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის

საზოგადოების (GIZ) ორგანიზებით და მისივე ფინანსური მხარდაჭერით.

ზემოხსენებულ კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ – საქართველოს უზენაესი

სასამართლო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მომხსენებელთა გამოსვლები უმთავრესად შეეხება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსში შესულ ცვლილებებს.

კონფერენციის მსვლელობისას გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ მოწვეული

ადვოკატები, პრაქტიკოსი იურისტები, პროფესორ მასწავლებლები და ის საერთაშორისო

ორგანიზაციები რომელთაც ამ საკითხებთან აქვთ შეხება.

Print

« იხ. ყველა სიახლე