![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო და გერმანიის ტექნიკური
თანამშრომლობის საზოგადოება (GTZ) გეგმავენ ერთობლივი სტუდენტური სამართლებრივი ჟურნალის გამოცემას.
სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით, 5 ნოემბერს 15:00 საათზე აზერბაიჯანის
აუდიტორიაში, ქ-ნ ეთერ ჩაჩანიძე ( GTZ -ის პროგრამის ”სამართლისა და იუსტიციის
რეფორმის კონსუტლაცია სამხრეთ კავკასიაში” იურისტი და თარჯიმანი (ქართულ-გერმანული))
წაიკითხავს სემინარს „ზოგადი ინსტრუქციები მეცნიერული ნაშრომის შექმნასთან დაკავშირებით“.
აღნიშნული სემინარი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ შესაძლო ხარვეზები ნაშრომის
შექმნის პროცესში და სწორად ჩამოაყალიბოთ მისი სტილისტური მხარე.