![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
2012 წლის, 18-19 ოქტომბერი,10:00 საათი, თსუ I კორპუსი( აუდიტორია № 006 ).
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული
ფაკულტეტი, ჰამბურგის მაქს-პლანკის სახელობის საზღვარგარეთის ქვეყნებისა და
საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტთან პარტნიორობით, ფოლკსვაგენის ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით, ატარებს საერთაშორისო კონფერენციას თემაზე:
,,კერძო სამართლის განვითარება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. ტრანსფორმაცია
სამართლის ტრანსპლანტაციის მეშვეობით“.
კონფერენციაზე მოწვეულნი არიან ცნობილი მეცნიერები გერმანიიდან, კავკასიისა და
ცენტრალური/შუა აზიის რეგიონიდან. კონფერენციის სამუშაო ენებია: გერმანული, რუსული და ინგლისური.
სამუშაო ენები : გერმანული, რუსული, ინგლისური - სინქრონული თარგმნით.
სამუშაო თემები:
• სამოქალაქო სამართლის რეფორმა - „legal transplants“-ის მიხედვით.
• სამოქალაქო სამართლის რეფორმა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების სივრცეში.
• შედარებითი სამართლებრივი კვლევები ევრაზიის სამართალში (სტიპენდიატების და
ახალზგაზრდა ქართველი მეცნიერების ნაშრომები).