ბეჭდვა |/ დახურვა
 

დებატების ტურნირი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

2010-10-17

დებატების ტურნირი ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის

ელსა თბილისის ინიციატივით 16–17 ოქტომბერს იმართება დებატების ტურნირი თემაზე “ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში”. დებატები ჩატარდება კარლ პოპერის ფორმატით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იურიდიული ფაკულტეტების I-IV კურსის სტუდენტებს. ტურნირში მონაწილე გუნდები უნდა დაკომპლექტდეს სამი წევრისგან.

გუნდების შერჩევა მოხდება ტესტირებით. საჭიროების შემთხვევაში ჩატარდება მე-2 ეტაპი გასაუბრების სახით. აქვე მოგახსენებთ, რომ ტასტირება მოიცავს ნაფიც მსაჯულთა თავს ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან და ასევე შესაძლოა დაემატოს რამდენიმე მუხლი რომელსაც გამოგიგზავნით განაცხადის შევსების შემდეგ.

რეგისტრაცია გაგრძელდება 9 ოქტომბრის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ თანდართული განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ მისამართზე: vpmarketing.tbilisi@elsa.ge

ელსას წევრებისათვის მონაწილეობა უფასოა. ხოლო არა ელსას წევრებისთვის მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს გუნდზე.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 899413990; 855301330; vpmarketing.tbilisi@elsa.ge

ინფორმაცია იხილეთ ასევე ელსას ოფიციალურ ვებ გვერდზე. (აღდგება 7ოქტომბერს)

მიმაგრებულ ფაილში იხილეთ – პრეზენტაცია და განაცხადის ფორმა.

Print

« იხ. ყველა სიახლე