ბეჭდვა |/ დახურვა
 

იმიტირებული ერთიანი სამაგისტრო გამოცდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

2012-04-30

იმიტირებული ერთიანი სამაგისტრო გამოცდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის

სსიპ – გამოცდების ეროვნული ცენტრი თსუ იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი

სემესტრის სტუდენტებისათვის მიმდინარე წლის 5 მაისს, 15:00 საათზე თსუ მეორე

აკადემიურ კორპუსში, ფიზიკის დიდ აუდიტორიაში ჩაატარებს ერთიანი სამაგისტრო გამოცდის

სააპრობაციო ტესტირებას.

გამოცდა ჩატარდება მხოლოდ სამი მიმართულებით:

> რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი

> ლოგიკური მსჯელობის ნაწილი

> წაკითხული ტექსტის გააზრების ნაწილი

გამოცდის ხანგრძლივობაა 3 საათი – თითოეული ნაწილი გასტანს არაუმეტეს 1 საათს.

გამოცდაში მონაწილეობისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.

რეგისტრაციისათვის მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა გამოაგზავნოს

შეტყობინება ელექტრონული ფოსტის მისამართზე naectest@tsu.ge შემდეგი მონაცემებით:

> თემის ველში უნდა მიუთითოს: იურიდიული ფაკულტეტი

> პირადი ინფორმაცია: სახელი და გვარი

სარეგისტრაციო ელექტრონული განცხადების მიღების ბოლო ვადაა ამა წლის 4 მაისი, პარასკევი.

გამოცდის მონაწილეებს შეეძლებათ, გაეცნონ მათი ნამუშევრების შედეგებს.

Print

« იხ. ყველა სიახლე