ბეჭდვა |/ დახურვა |
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში აცხადებს
ეროვნულ შეჯიბრს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში
მონაწილეობის პირობები:
- შეჯიბრი ჩატარდება სიმულაციების ფორმით 2011 წლის ნოემბერში შინდისში;
- შეჯიბრში მონაწილეობის უფლება გააჩნია სამი წევრისაგან შემდგარ გუნდს;
- გუნდის წევრები უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების იურიდიული ან საერთაშორისო სამართლის მე-2, მე-3, მე-4 კურსის
სტუდენტებს ან მაგისტრანტებს;
- გუნდმა რეგისტრაციის ბოლო ვადამდე უნდა შეავსოს განაცხადის ფორმა და პასუხი
გასცეს თანდართულ ორ შეკითხვას, რის საფუძველზეც შეირჩევა ეროვნულ შეჯიბრში მონაწილე გუნდები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2011 წლის 14 ოქტომბერი, 16:00 საათი.
განაცხადის ფორმის, შეჯიბრის წესებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის
მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაცია საქართველოში
თბილისი, კედიას ქ. #4,
ტელეფონი: 2 35 55 10
მობ: 5 99 65 78 11
საკონტაქტო პირი: ნინო გვარამაძე
ელ. ფოსტა: ngvaramadze@icrc.org
იხ. .განცხადების
PDF ფორმატი