ბეჭდვა |/ დახურვა
 

ტრენინგი „შესავალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“

2011-10-03

ტრენინგი „შესავალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“

თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი 2011 წლის 5

ოქტომბერს გიწვევთ ტრენინგზე „შესავალი ინტელექტუალური საკუთრების სამართალში“.

ტრენინგი ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება და მას ინტელექტუალური

საკუთრების სამართლის სფეროში კვალიფიციური ამერიკელი ექსპერტ-კონსულტანტი, ბატონი

ტიმოთი თრეინერი გაუძღვება.

მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. დამსწრეთა

რაოდენობა შეზღუდულია და ამდენად, აუცილებლობის შემთხვევაში მონაწილეთა შერჩევა

მოხდება first come, first served პრინციპით.

სწავლების ენა: ინგლისური

დრო: 5 ოქტ. 2011. 16:00 - 19:00

ორგანიზატორი: ბიზნეს სამართლის ეროვნული ცენტრი

პარტნიორი: ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

ადგილი: ბედიას 1. 0183 (ნუცუბიძის I მრ.), თავისუფალი უნივერსიტეტი, აუდიტორია 412

მონაწილეობის წინაპირობები: ინგლისური ენის ცოდნა, დასწრება შეუძლია ნებისმიერი

უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტს

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2011 წ. 5 ოქტომბერი, 12:00

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა. რეგისტრაცია შესაძლებელია ინტერნეტით, 2011 წ. 5

ოქტომბრის 12:00-მდე, საიტზე: www.freeuni.edu.ge.

მონაწილეობის მსურველებმა მიმართეთ ქალბატონ ეკა ონიანს ელექტრონული ფოსტის

მისამართზე e.oniani@freeuni.edu.ge.

იხილეთ განცხადების პოსტერი.

Print

« იხ. ყველა სიახლე