ბეჭდვა |/ დახურვა
 

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზენტაცია

2011-06-12

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრეზენტაცია

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების თანახელმძღვანელობისათვის სახელმწიფო გრანტების კონკურსს აცხადებს.

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტების სადოქტორო პროგრამის განხორციელებაში უცხოეთში მოღვაწე წარმატებული ქართველი მეცნიერები ჩაერთვებიან.კონკურსი დოქტორანტებს საშუალებას მისცემს თემის თანახელმძღვანელ საქართველოს საზღვრებს გარეთ მოღვაწე ქართველი მკვლევარი ჰყავდეთ.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქე დოქტორანტს, რომელიც მომავალი 2 წელი დოქტორანტურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. შესაბამისად პროექტის ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს არანაკლებ 2 წლით. პროექტის ფარგლებში ფონდის მიერ დაფინანსდება როგორც უცხოეთში მოღვაწე ქართველი თანახელმძღვანელის საქართველოში მივლინებები, ასევე დოქტორანტის ვიზიტები თემის თანახელმძღვანელის კვლევით დაწესებულებაში, სადაც გაეცნობა და ჩაერთვება მიმდინარე სამეცნიერო პროცესებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი წლიურად 15 000 ლარით დააფინანსებს.

ფონდის წარმომადგენლები პროექტის პრეზენტაციას გაიმართავენ 17 ივნისს, 11 სთ-ზე - თსუ, მეორე კორპუსში, იურისტების ბიბლიოთეკა 1 სართული.

პატივისცემით,
სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი

Print

« იხ. ყველა სიახლე