ბეჭდვა |/ დახურვა
 

ტრეინინგი კომერციულ მედიაციაში

2012-11-08

ტრეინინგი კომერციულ მედიაციაში

2012 წლის 9-10 ნოემბერს, 10:00-14:00 საათზე, თსუ I კორპუსი ( აუდიტორია №006 ),
გაიმართება ტრენინგი კომერციულ მედიაციაში.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრის ორგანიზებით სამხრეთ ტეხასის

სამართლის სკოლის (STCL), კორპორაცია ,,აღმოსალეთ-დასავლეთის მართვის

ინსტიტუტისა" (EWMI) და მისი პროგრამის ,,მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და

სამართლებრივი გაძლიერების პროექტი საქართველოში” (JILEP) საერთო ინიციატივასა და

მათ შორის ხელმოწერილი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ტარდება

ტრეინინგი ,,კომერციული მედიაციის წარმართვის სტრატეგია და უნარები”

(“Strategies and Skills for Commercial Mediation”).

ტრეინინგს გაუძღვება დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების სწავლების

სფეროში მსოფლიოს პირველი წამყვანი უნივერსიტეტის _ პეპერდაინის სამართლის სკოლისა

და სტრაუსის დავების გადაწყვეტის ინსტიტუტის პროფესორი, კლინიკური იურიდიული

განათლების ხელმძღვანელი – სტეფანი ბელი.

ტრეინინგი გამიზნულია საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ქართველი მედიატორებისა და

მედიაციის სფეროში ჩართული სტუდენტებისათვის.

ტრეინინგის სამუშაო ენაა ინგლისური.

Print

« იხ. ყველა სიახლე