![]() |
ბეჭდვა |/ დახურვა |
მიეცეთ უფლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასური გადაიხადონ ეტაპობრივად, სამ თანაბარ ნაწილად, შემდეგ ვადებში:
სწავლის საფასურის პირველი ნაწილი − 2010 წლის 18 სექტემბრამდე;
სწავლის საფასურის მეორე ნაწილი − 2010 წლის 12 ნოემბრამდე;
სემესტრული გადასახადის მთლიანი დაფარვა − 2010-2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასესიო პერიოდის დაწყებამდე.
თანხის სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში სტუდენტებს მომდევნო რეგისტრაციის გავლის უფლება მიეცემათ/შესაბამისი აკადემიური ხარისხი მიენიჭებათ დავალიანების სრულად დაფარვის შემდეგ.