2020-06-16

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (შემდგომში ,,უნივერსიტეტი“) 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (შემდგომში ,,ფაკულტეტი“) დასკვნითი გამოცდების დისტანციურად ჩატარების წესი განსაზღვრავს უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დასკვნითი/დამატებითი გამოცდების (შემდგომში - ,,გამოცდა“ ან ,,გამოცდები”) ორგანიზებულად, დისტანციურად ჩატარების, გადავადების, საგამოცდო ნაშრომების შეფასებისა და გასაჩივრების, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის წესს.

მუხლი 2. გამოცდების ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა
1. უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცდების ორგანიზებას ახორციელებს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრთან კოორდინაციით (ფაკულტეტის მიერ ცალკეული სასწავლო დისციპლინის დასკვნითი გამოცდის ჩასატარებლად შესაბამისი აუცილებელი რესურსების სრულად არქონის შემთხვევაში, სასწავლო დისციპლინის ლექტორის წინასწარი განცხადების საფუძველზე, ფაკულტეტი გამოცდის ორგანიზაციული უზრუნველყოფისათვის მიმართავს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს).
2. გამოცდების დისტანციურ რეჟიმში სტუდენტის მონაწილეობის ტექნიკური შეუძლებლობის ყოველი ინდივიდუალური შემთხვევა განხილულ იქნება ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მიერ სტუდენტის მომართვის საფუძველზე და დაკმაყოფილდება შესაბამისი სოციალური დისტანციის წესების დაცვით. ფაკულტეტზე შესაბამისი აუცილებელი რესურსების სრულად არქონის შემთხვევაში,  ფაკულტეტი მხარდაჭერისათვის მიმართავს უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს.
3. გამოცდების ორგანიზებას ფაკულტეტი უზრუნველყოფს ძირითადად LMS-ით, Zoom ან სხვა პროგრამებით.
4. გამოცდების ორგანიზებულად, დისტანციურად ჩატარების მიზნით ფაკულტეტი უზრუნველყოფს შემდეგი ტიპის ინფორმაციის შეკრებას:
სასწავლო კურსების  დასკვნითი გამოცდის ფორმატის (ზეპირი/წერითი/კომბინირებული), შეფასების მეთოდის (ტესტი, ესსე, რეფერატი, საგამოცდო საკითხები, პრაქტიკული/ანალიტიკური დავალება, პრეზენტაცია და სხვ.) და გამოცდის ჩატარების დროისა და პლატფორმის მითითებით;
5. სამაგისტრო ნაშრომთა წინასწარი დაცვა ჩატარდება ბოლო სასწავლო კვირის მანძილზე (22-27 ივნისი); სამაგისტრო ნაშრომის დაცვაზე წარდგენამდე ის შემოწმებული უნდა იყოს პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით.
6. საგამოცდო პროცესის ტექნიკური მხარის გამართულობისა და სტუდენტების დროული ინფორმირებისათვის კონკრეტული სასწავლო კურსების საგამოცდო შედეგების შესახებ აკადემიურმა და მოწვეულმა პერსონალმა დროულად უნდა უზრუნველყოს საგამოცდო ნაშრომების შეფასება და შედეგების LMS-ზე განთავსება;
7. გამოცდის მიმდინარეობისას წარმოქმნილი ნებისმიერი ტექნიკური ხარვეზის შესახებ სტუდენტმა და აკადემიურმა თუ მოწვეულმა პერსონალმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს;
8. გამოცდის ზეპირი ფორმატით ჩატარების შემთხვევაში, გამოცდა უნდა ჩაიწეროს ინდივიდუალურად, სტუდენტის ინფორმირებით ჩაწერის თაობაზე; 
9. გამოცდის ყველა მონაწილის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი მონაცემების დაცვა. 

მუხლი 3. გამოცდების განრიგი
1. გამოცდების განრიგის დგება ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურში სასწავლო კურსის ლექტორთა მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე გამოცდის ჩატარების დროისა და პლატფორმის  მითითებით.
2. დასკვნითი გამოცდების (როგორც ძირითადი, ისე დამატებითი) განრიგი ეცნობება უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრს. 

მუხლი 4. გამოცდის გადავადების, საგამოცდო ნაშრომების შეფასებისა და გასაჩივრების,  სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირების, საჩივრის განხილვისა, გადაწყვეტისა და სხვა წესები

გამოცდის გადავადების, საგამოცდო ნაშრომების შეფასებისა და გასაჩივრების, საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის, სასწავლო პროცესის მართვის სისტემაში გამოცდების შედეგების დაფიქსირების წესი, ასევე წინამდებარე ინსტრუქციის მიერ განსაზღვრულ დებულებებთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება უნივერსიტეტში მოქმედი შიდასამართლერივი აქტებით, წინამდებარე წესითა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის საგამოცდო ინსტრუქციით.

მუხლი 5. გარდამავალი დებულებები
წინამდებარე წესი მოქმედებს მხოლოდ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის გამოცდებისათვის და მოქმედებას წყვეტს მათი დასრულებისთანავე.

Print

« იხ. ყველა სიახლე