2020-07-15

ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდია

გამოცხადდა კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მისაღებად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი  დოკუმენტაცია:

1.1       განცხადება
1.2      პროფესორის 1 რეკომენდაცია;
1.3       პირადობის მოწმობის ასლი;
1.4       სტუდენტის სასწავლო ბარათი;
1.5       სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
1.6       სიგელები;
1.7      სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში;
1.8       ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

საბუთები მიიღება 2020 წლის 15 ივლისიდან – 22 ივლისამდე 17 საათის ჩათვლით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე –  sopiko.dzneladze@tsu.ge (საკონტაქტო პირი: სოფიკო ძნელაძე).

ბრძანების სრული ტექსტი იხ. ბმულზე.
Print

« იხ. ყველა სიახლე