2020-03-20

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ძვირფასო სტუდენტებო,
შეგახსენებთ, რომ სემესტრს ე. წ. უკონტაქტო სწავლების პირობებში (დისტანციური სწავლების ელემენტებით) ვიწყებთ  23 მარტს.  

გთხოვთ შეამოწმოთ თქვენი LMS ფოსტა, სადაც ნახავთ თქვენ მიერ არჩეული საგნის შესაბამისი კვირის სალექციო მასალებს, დავალებას, ვიდეოლექციებსა და სხვ. გარდა ამისა, LMS ფოსტით  კავშირი იქონიეთ თქვენს ლექტორებთან, რაც მეტად მნიშვნელოვანი კომპონენტია სწავლების ამ ფორმისათვის.

გაცნობებთ, რომ პირველი ორი სასწავლო კვირის განმავლობაში ვმუშაობთ ე.წ. სატესტო რეჟიმში. ელექტრონული სწავლება ახალი გამოწვევაა ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისათვის და გარკვეული ხარვეზებისაგან იგი დაზღვეული არ  იქნება. იმედია, გაგებით მოეკიდებით შექმნილ პრობლემებს.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია მზადაა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში  დაგეხმაროთ ელექტრონული სწავლებისას წარმოშობილი ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში.

იმედი მაქვს, ყველა ჩვენგანის  ძალისხმევითა და მონდომებით, თქვენი თანადგომითა და თანამშრომლობით  ფაკულტეტი  გაუმკლავდება ამ ახალ გამოწვევას.

გისურვებთ მხნეობას!
Print

« იხ. ყველა სიახლე