2020-09-18

ეროვნული პრემია

მიმდინარე წლის 15 სექტემბრიდან ეროვნული პრემიის კომისია აცხადებს კონკურსს საქართველოს ეროვნული პრემიის მოსაპოვებლად.

საქართველოს ეროვნული პრემია ენიჭება პირს საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, იურიდიული, სამედიცინო, სიცოცხლის შემსწავლელი ან საინჟინრო მეცნიერების დარგში მაღალ მეცნიერულ დონეზე შესრულებული ნაშრომისა ან ნაშრომთა ციკლისათვის, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოიპოვა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა არა მარტო ქართული მეცნიერების, არამედ მსოფლიოს სულიერ, სოციალურ ან/და ეკონომიკურ განვითარებაში. საკონკურსო განაცხადები მიიღება ელექტრონულად 2020 წლის 15 სექტემბრიდან - 16 ოქტომბრის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე letter.president.gov.ge

 ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხ. დანართში
Print

« იხ. ყველა სიახლე