2020-02-03

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიები

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო 2020-2021 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის აცხადებს სტიპენდიებს.

სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებგვერდის

საშუალებით http://www.viaa.gov.lv/scholarships მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტო ასევე აცხადებს მიღებას საზაფხულო კურსზე, რომლის შესახებაც ინფორმაცია პირველი თებერვლიდან გამოქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე.

Print

« იხ. ყველა სიახლე