2020-02-21

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს შეთავაზება სტუდენტებისთვის

ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს კულტურის განყოფილება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანისტიკის მიმართულების მხარდაჭერის მიზნით, გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს სწავლის საფასურით პირველკურსელი სტუდენტები, რომლებიც აირჩევენ ირანისტიკის მიმართულებას; ასევე,  ხელს შეუწყობს ირანის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში გრძელ და მოკლევადიან სასწავლო-გაცვლით პროგრამებში სხავადასხვა კურსის სტუდენტების მონაწილეობას.


Print

« იხ. ყველა სიახლე