2020-09-24

აღმო­სავ­ლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

2020 წლის 27-28 ნოემბერს გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმო­სავ­ლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა ახალ­­გაზრდული კონფერენცია, რომელიც  მიეძღვნება თსუ ემერიტუს პრო­ფე­სორის, "1001 ღამისა" და ისლამამდელი არაბული პოეზიის მთარგმნელის, არაბისტთა თაობების აღმზრდელის, ნანა ფურცელაძის 90 წლის იუბილეს. აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების სტუდენტებმა მოხსენებათა თეზისები უნდა გამოგზავნონ არაუგვიანეს 15 ნოემბრისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge (მიუთითეთ ხელმძღვა­ნე­ლის ვინაობა, მომხსენებლის სახელი, გვა­რი, სასწავლო საფეხური და სა­კონ­ტაქტო ნომერი; თეზისებს დაურთეთ სათაურის ინ­გლი­სური ვარიანტი). მოხ­სენებათა თეზისები დაიბეჭდება. -
Print

« იხ. ყველა სიახლე