2020-07-24

პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ბაშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში“

გაეროს ბავშვთა ფონდი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეგიდით ა/წ/ 1-2 ოქტომბერს მართავს პირველ საერთაშორისო კონფერენციას ბავშვთა უფლებების საკითხების ჩართვაზე საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროგრამებსა და კურიკულუმებში. კონფერენცია ჩატარდება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქ. ქუთაისში. ორდღიანი კონფერენცია თავს მოუყრის პროფესორებსა და სტუდენტებს, წარმომადგენლებს საქართველოს მთავრობიდან, პარლამენტის წევრებს, სახალხო დამცველის ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საქართველოში დიპლომატიური კორპუსის წევრებს, წარმომადგენლებს გაეროს სააგენტოებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, აგრეთვე სკოლის მასწავლებლებსა და სპეციალისტებს საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებიდან.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
საკონტაქტო პირები: ნათია ჯოხაძე: njokhadze@unicef.org და ნანი ზეინკლიშვილი: nzeinklishvili@unicef.org
Print

« იხ. ყველა სიახლე