2020-01-15

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად

კონკურსი პროფესორ მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

სტიპენდიის მოსაპოვებლად სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

1.განცხადება;
2.CV;
3.აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი სასწავლო ბარათიდან GPA-ის მითითებით);
4. ნაშრომი – რომელიც, სტუდენტის აზრით, საუკეთესოდ წარმოაჩენს მის კვლევით უნარებს (სასურველია, ახლო აღმოსავლეთის ისტორიის შესწავლის სფეროდან); 
5. სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები.
6. უნივერსიტეტის გაცვლით და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

საბუთების  მიიღება:  16 იანვრიდან  24 იანვრის  17.00 საათამდე,  თსუ პირველ კორპუსის 208-ე ოთახში ( საკონტაქტო პირი სოფიკო ძნელაძე). 

დამატებითი ინფორმაცია მიხეილ სვანიძის სახელობის სტიპენდიის მინიჭების წესისა და სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის შესახებ იხ. რექტორის ბრძანებაში.
Print

« იხ. ყველა სიახლე