2018-10-10

სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების, შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ


9 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინიციატივით
გაიმართა მორიგი სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების მიზნების,
შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების სრულყოფისა და მათი შესაბამისობის
პრობლემებთან დაკავშირებით. შეხვედრას ესწრებოდნენ: თსუ ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, ქალბატონი ირმა გრძელიძე,
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ნატო
ჩუბინიძე, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი
სპეციალისტები, ფაკულტეტების, მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე შემუშავდა მოქმედი და ახალი საგანმანათლებლო პროგრამების
მიზნების, შედეგებისა და შეფასების კრიტერიუმების სრულყოფის
რეკომენდაციები.



Print

« იხ. ყველა სიახლე